Friday, October 17, 2008

საცდელი პროექტი “იმერეთი“

პროექტის სახელწოდება: იმერეთი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ იმერეთის ისტორიას და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, იმერეთის, ისტორიას, მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა კუთხეებს, დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. მოსწავლეები ადგენენ იმერეთის როლს საქართველოს ეკონომიკაში. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებსს ამ მხარეში და ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს დაწერენ ამ მხარის შესახებ. ეს პროექტი ამოქმედდება 2009 წლის იანვრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-17 / VI-XI
ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვარი - 2009 წლის ივნისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: იმერეთის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა. პოეზიის საღამოს მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას იმერეთის მხარის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ მაღრაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tamar.tamo.magradze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx?224@@fb7b734@.1ea16d03/2

http://foro.iearn.org/webx?224@@fb7a57f@.1ea16d03/3

http://foro.iearn.org/webx?224@@fb7a582@.1ea16d03/4

http://foro.iearn.org/webx?224@@fb7a557@.1ea16d03/0


პროექტის ვებ.გვერდი. http://proeqtiimereti.blogspot.com/